ხუთშაბათი, 2024-11-21, 15:48
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

კავკასიური ნაგაზის აღზრდა სერიოზული საქმეა
კავკასიური ნაგაზის ლეკვის აღზრდასთან დაკავშირებული ნიუანსების დაზუსტება მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ ლეკვის აყვანას გადავწყვეტთ. კავკასიური ნაგაზის ლეკვის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები უაღრესად საპასუხისმგებლო და სერიოზულია და გამორიცხავს იმპულსურ მიდგომას.

გირჩევთ დამშვიდდეთ და პატიოსნად უპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას:

1. ნამდვილად მზად ხართ იმ აკრძალვებისთვის, რასაც აუცილებლად შემოიტანს ძაღლი თქვენს ცხოვრებაში? იფიქრეთ გაფუჭებულ ავეჯზე, ფეხსაცმელზე და ძაღლის "მოღვაწეობის" სხვა გარდაუვალ შედეგებზე "ბავშვობის ასაკში", წვიმაში სეირნობაზე და იქიდან თქვენი მეგობრის არცთუ სუფთა მდგომარეობაში დაბრუნებაზე, ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია საჭირო ნივთების, ხარისხიანი საკვების შეძენასთან, წვრთნასა და შესაძლო ავადმყოფობებთან.

2. მზად ხართ იშრომოთ სულიერად და ფიზიკურად თქვენი ახალი ოჯახის წევრისთვის, რადაც აუცილებლად იქცევა თქვენი აღსაზრდელი?

3. ოჯახის ყველა წევრი იზიარებს კავკასიური ნაგაზის ლეკვის შეძენასთან დაკავშირებულ თქვენს ენთუზიაზმს?

4. გრძნობთ თქვენს თავში ძალას, რომ თავს გაართმევთ დამოუკიდებელ და ძლიერ ძაღლთან ურთიერთობას ყველა თვალსაზრისით?

ყველა ჰო და არას აწონვის შემდეგ, თუნდაც ერთ კითხვაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ნუ იჩქარებთ ლეკვის აყვანას. კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს. გახსოვდეთ - კავკასიური ნაგაზი - განსაკუთრებული ძაღლია, რომლის ჯიში არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადამიანის სელექციურ საქმიანობასთან. სწორედ ამის გამო კავკასიური ნაგაზი ფსიქოლოგიურად არასოდეს იცვლებოდა თავისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. კავკასიური ნაგაზი მოლოსებს განეკუთვნება, მაგრამ ამასთან ერთად ის ნაკლებად ჰგავს ევროპულ მოლოსებს - მასტინოს, ბულმასტიფს და ა.შ. პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

მეცხვარესაც ძნელად თუ ვუწოდებთ კავკასიურ ნაგაზს (ხშირად მას ასეც მოიხსენიებენ), რადგან მეცხვარე ძაღლებს ახასიათებთ მორჩილება, დაუზარებლობა, მოტივაციების ადამიანზე და მის საჭიროებებზე ორიენტირება. თვისებათა მთელი ეს ჩამონათვალი აბსოლუტურად არ ახასიათებს კავკასიურ ნაგაზს. მის ხასიათში გენეტიკურად დეტერმინებულია აგრესიულობა, დამოუკიდებლობა, სიჯიუტე შერწყმული კოლოსარულ ფიზიკურ ძალასთან.

თუ მიღებულმა ინფორმაციამ ვერ შეგაშინათ, ხოლო ზემოთმოყვანილ კითხვებს დადებითად უპასუხეთ, შემდეგი არანაკლებ საპასუხისმგებლო საკითხი ლეკვის შერჩევა იქნება. აუცილებლად უნდა იცოდეთ ერთი მომენტის შესახებ: ქცევითი ორიენტაციის, თქვენს მიერ დასახული მიზნების, წვრთნის სპეციფიკის თვალსაზრისით კავკასიური ნაგაზები იყოფიან რამდენიმე "ქვეკატეგორიად":

საბრძოლო ძაღლები, რომლებიც იდიფერენტული არიან უცხო ადამიანების მიმართ.
* დარაჯი - დამცველი ძაღლები, რომელთა დამახასიათებელი თვისებები არის დაძაბულობა და არაკეთილგანწყობა, ხოლო ხშირად აშკარა მხეცური ბრაზი ყველასა და ყველაფრის მიმართ, რაც ხელყოფს ან შემთხვევით მოხვდება მის ტერიტორიაზე.
* კატეგორია რომელიც, სამწუხაროდ, არსებობს "ქარხნულ" პირობებში მოშენების წყალობით. ასეთ ძაღლს ძნელად თუ მივაკუთვნებთ ჯიშს, რადგან მას არ შეუძლია წინ აღუდგეს არც ადამიანს და არც ძაღლს.

ასეთ კატეგორიებად დაყოფა არ უარყოფს საბრძოლო ძაღლის უნარს დაიცვას ტერიტორია, ხოლო დარაჯი ძაღლის უნარს - იბრძოლოს მოწინააღმდეგესთან, ეს მხოლოდ აღნიშნავს ძირითად მიმართულობას აღზრდასა და წვრთნაში დასახული მიზნის შესაბამისად.

მხოლოდ ყველაფერი ამის შემდეგ მზად იქნებით გადადგათ საპასუხისმგებლო ნაბიჯი - შეიძინოთ ლეკვი.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-01-25) W
ნანახია: 2859 | კომენტარი: 8 | ტეგები: პრობლემები, აღზრდა, ოჯახი, შერჩევა, დანახარჯი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 8
2010-07-11
23:46
პასუხი
7) yasha
k-shengelia dzmurad mitxari dzagls ro avushveb xolme da ro vedzagi ar modis xolme xadaxan, saixeli ar icis tu ra :@, eg kide araferi michveuli ki myavs magram mikbina :|, ragacas chamda da ar mindoda ro sheechama, magram gameqca, rogorc mivedi daxeli axlos vimutane xelshi mikbina, biggrin :D:D mere su gagijda :D:D, da ra vuyo to mitxari ra rame yasha
2010-04-12
23:42
პასუხი
6) k-shengelia
კი გამოფენაზეც იყვნენ სხვათაშორის ტაბაკინიდან ძაღლები. k-shengelia
2010-04-12
22:28
პასუხი
5) gurula777
მაგ საიტი მგონი კაი ხანია გაუახლებელია. უახლოეს მომავალში ვაპირებ ტაბაკინში ასვლას და ვკითხავ აბა . ცნობისთვის იმ ძაღლებს ბერები ზრდიან gurula777
2010-04-11
00:40
პასუხი
4) k-shengelia
gurula777, კი გამიგია. პარტნიორობაზე მივწერე და პასუხი ჯერ არ მომსვლია. თანხმობის შემთხვევაში ტაბაკინის ძაღლებზე ინფორმაცია აქაც დაიდება k-shengelia
2010-04-11
00:30
პასუხი
3) gurula777
თუ გაგიგიათ ძაღლთსაშენი ტაბაკინი, ზესტაფონის სოფელ ტაბაკინში მდებარეობს, ძაან მაგარი ძაღლები ყავტ www.tabakini.ge აი ესააა საიტი gurula777
2010-04-10
00:08
პასუხი
2) k-shengelia
gurula777, კავკასიურ ნაგაზზე რომ არის სტატია, თავისუფლად შეგიძლიათ იგულისხმოთ ქართული ნაგაზიც smile k-shengelia
2010-04-09
23:47
პასუხი
1) gurula777
qarTul nagazze dadeT ra amistana ragac gurula777
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]