ხუთშაბათი, 2024-05-02, 07:47
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

ბრძოლის წარმართვის და ტერიტორიის დაცვის ტაქტიკა | მწვრთნელის და კავკასიური ნაგაზის ურთიერთობათა ფსიქოლოგიური ასპექტი
კავკასიური ნაგაზის სასიცოცხლო ციკლი მარტივი და საიმედოა: ენერგიის მშვიდი დაგროვება - სასტიკი და ხანმოკლე ორთაბრძოლა - დაბრუნება პირველსაწყის მშვიდ ფაზაში. ეს ძაღლები ვერ აღიქვამენ სპორტული წვრთნის ძირითად პოსტულატს: „სათამაშო აგრესია - ნადავლი“ და აგრესიით თამაში არც იციან და არც ითამაშებენ. ოდნავ დუნენი, თითქმის ფლეგმატურები, ისინი არ ამჟღავნებენ არავითარ აგრესიას როცა ხიფათი არ არის, მაგრამ მისი გაჩენის შემთხვევაში, ძნელად იპოვი ჯიშს, რომელიც საშიშროებაზე კავკასიურივით მიზანსწრაფულად და სასიკვდილოდ რეაგირებს.

რამდენიმე წამში „ბოლომდე დახარჯვის“ უნარი კავკასიურ ნაგაზს ათასწლეულების განმავლობაში გამოუმუშავდა. ასეთი ბუნებრივი აღზრდის შედეგი არის ძაღლის ხასიათი, ზედმიწევნით გაწონასწორებული, გონივრულად ფრთხილი, რაც მეტყველებს ამ ჯიშის მაღალ ინტელექტუალურობაზე.

თუ ამას დავუმატებთ კავკასიურის თანდაყოლილ სიჯიუტეს და თავისუფლებისმოყვარეობას, ცხადი გახდება ძაღლების წვრთნის ტრადიციული მეთოდების უაზრობა.

გაითვალისწინეთ, რომ ლეკვობის ასაკიდანვე კავკასიური ცდილობს ზრდასრულივით მოიქცეს, მეორეც, თქვენი მცდელობა - ეთამაშოთ კავკასიურს, ფუჭი იქნება, თუ ძაღლი განწყობილი არაა თამაშისთვის; მესამე და მნიშვნელოვანი - კავკასიურს არ უყვარს უცხოსთან თამაში!

ზემოთმოყვანილი მიზეზები არასაკმარისად მომზადებულ მწვრთნელებში მრავალ მოულოდნელ პრობლემას იწვევს.

ბევრ მწვრთნელს გული უცრუვდება და საკუთარ არაპროფესიონალიზმს ამართლებენ ძაღლის, ან სულაც ჯიშის ნაკლოვანებებით.

კავკასიური ნაგაზი ის ძაღლი არ არის, რომელთანაც გაგივათ ავტომატიზმამდე დამუშავებული მოძრაობები და წვრთნის სტანდარტული ხერხები. მასთან მუშაობა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და ჯიშის ფსიქოლოგიის დაწვრილებით ცოდნას. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზულტატი სავალალო იქნება. „სახელოთი“ ვარჯიშისას კავკასიური უბრალოდ ყურადღებას აღარ მიაქცევს მწვრთნელს, რადგან ჩათვლის, რომ იგი „არაგონივრულად“ იქცევა. კავკასიურის აზრით, მწვრთნელი გადაიქცა ობიექტად, რომელზეც აღარ ღირს ძვირფასი დროისა და ენერგიის დახარჯვა.

ძალიან ხშირად ამ ჯიშთან მოქცევის უუნარობა და უცოდინარობა ხდება იმის მიზეზი, რომ ზრდასრული ძაღლი სამუდამოდ „არარეალიზებული“ რჩება, მორჩილად იხდის რა მოვალეობას ჯაჭვით დაბმული სახლთან ან ქალაქურ ბინაში. შედეგად იქმნება სრულიად მცდარი წარმოდგენა ჯიშის შესახებ.
გამოცდილი მწვრთნელები ყურადღების გამახვილებას შემდეგ მომენტებზე გვირჩევენ:


  • ნუ ელით კავკასიურისგან მუშაობის ინტენსიურ ტემპს ან მრავალჯერადად განმეორებადი ბრძანებების შესრულებას, პირიქით, შეეცადეთ, რომ დამუშავდეს ბრძანებების მოკლე ჩამონათვალი, თანაც „მფლობელ-წინამძღოლთან“ ურთიერთობის ბაზაზე. მაშინაც კი, როცა თქვენს ძაღლს მწვრთნელი ავარჯიშებს, ღვედი აუცილებლად „მშობლიური“ უნდა იყოს.
  • თქვენს მიერ გაცემული ზოგიერთი ბრძანების შესრულება აბსოლუტურად არ ნიშნავს თქვენდამი უსიტყვო მორჩილებას. გახსოვდეთ ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძაღლთან კონტაქტი დამყარებულია ზედაპირულად, ან საერთოდ არ არის დამყარებული. ამ მომენტის გათვალისწინება საჭიროა ლეკვის სახლში მოყვანის პირველივე დღეებიდან. პირველივე დღეებიდან უნდა მიხვდეს ძაღლი ვინ არის უფროსი სახლში. ამისათვის თანმიმდევრულად დააფიქსირეთ თქვენი გავლენის ტერიტორიის საზღვრები და მკაცრათ აღკვეთეთ მისი (ტერიტორიის) დარღვევის მცდელობები.
კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-03-30)
ნანახია: 2044 | ტეგები: ქცევა, ფსიქოლოგია, წვრთნა, ტემპი | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]