ხუთშაბათი, 2024-05-02, 13:04
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

კავკასიური ნაგაზის წვრთნის პროცესის ძირითადი განსხვავებები სხვა „სამუშაო ჯიშების“ წვრთნის პროცესისაგან
ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ თქვენი და მწვრთნელის წარმატების მთავარი კრიტერიუმი არის ძაღლთან მჭიდრო ემოციონალურ-ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარება. ხშირად, გამოუცდელი მწვრთნელები, ეჯახებიან რა შეუსაბამობას დახარჯულ ძალისხმევასა და ძაღლის მხრიდან უკუგებას შორის, აცხადებენ კავკასიურებს „გონებაჩლუნგებად“ და აღიარებენ საკუთარ უსუსურობას. მაგრამ საკმარისია მიხვიდე სახლში ასეთ „გონებასუსტ“ და „უვარგის“ ძაღლთან, მიხვდები ასეთი შეხედულების უღრმეს მცდარობას.

ამაშია, სხვათაშორის, ვაი-მწვრთნელთა ერთ-ერთი მთავარი შეცდომა. დაფიქრდით, თქვენ მიგყავთ თქვენი ნაგაზი სხვის ტერიტორიაზე და ცდილობთ „შეაჩეჩოთ“ საწვრთნელი საყელო. არაფერია გასაკვირი, თუ თქვენი აღსაზრდელი დაუფარავი გაკვირვებით გიყურებთ და მიგანიშნებთ ამგვარი მოთხოვნის უაზრობაზე. მცველის ძირითადი რეფლექსი არაფრით გამომჟღავნდება სხვის ტერიტორიაზე - აქ დასაცავი ხომ არაფერია! აქ შეცდომაა დაფარული, რომელსაც ბევრი უგულვებელყოფს: თუ სხვა „სამომსახურეო“ ჯიშები სიამოვნებით ხვეწენ წვრთნის ილეთებსა და ბრძანებებს საწვრთნელ მოედანზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადიან „მოთელვას“ არეალში, კავკასიურთან საქმე დიამეტრალურად განსხვავებულია. ჯერ წვრთნის უნარ-ჩვევებს ძაღლი იძენს თავის ტერიტორიაზე - ბუნებრივ სიტუაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამ უნარჩვევების მოდელირება ხელოვნურ სიტუაციებში. ამაშია დაფარული „სათამაშო ორთაბრძოლის“ შესწავლის პროცესში წარუმატებლობის მიზეზი.

აქედან გამომდინარე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ძირითადი დაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისას, უნდა დავეყრდნოთ აგრესიის, ტერიტორიის და საკვების დაცვის ინსტიქტებს.

აქედან კიდევ ერთი მწვრთნელებისთვის ძალიან უსიამოვნო რამ გამომდინარეობს - კავკასიურები წვრთნისას ცდილობენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოავლინონ თავისი აგრესია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეძებენ მწვრთნელის აღჭურვილობაში სუსტ ადგილებს, მცდელობაში - გვერდი აუარონ აღჭურვილობას.

რამდენადაც დაუცველი რჩება ხელის მტევნები და თავი (სახე), ხიფათი სწორედ მათ ემუქრება. ჯიშის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სწრაფვა დააზიანოს მტრის ყელის არე (ადამიანის შემთხვევაში - სახე), გენეტიკაში აქვს და განპირობებულია ყველაზე მოწყვლადი ადგილის - უღლის ვენის მდებარეობის ადგილის ცოდნით. როცა ნაგაზის მიზანი მსხვერპლის მოკვლაა, მაშინ იგი თავდასხმის ასეთ მეთოდს ირჩევს.

ამ ჯიშის დამახასიათებელი თავისებურება არის საშინელი ძალის კბენა, დაფერთხვა და მსხვერპლის სხეულის სხვა ფრაგმენტზე გადართვა.

კავკასიურების მფლობელებს არ უყვართ შეჯიბრებში მონაწილეობა იმის გამო, რომ ნაგაზები ვერ ეთვისებიან ამ საქმეს. არის რა უმაღლესი კლასის მცველი, დაუპატიჟებელი აგრესორების დაშოშმინების სრულყოფილი მანქანა, გამოფენაზე ავლენს სიჯიუტეს, გრძნობს რა სიტუაციის ხელოვნურობას და უაზრობას.
ამის გამო, ზოგიერთი უმნიშვნელო უნარ-ჩვევის განმტკიცებისთვის პატრონს სრულიად არაადეკვატური ძალისხმევა სჭირდება.

ამ ჯიშის კიდევ ერთი თვისება - მათ არ უყვართ წვრთნა „დაკავების“ უნარის გამომუშავებისთვის. მიზეზი მარტივია: მტერი, რომელიც გარბის სახიფათო აღარ არის, შედეგად, ასეთი არც კი იმსახურებს ყურადღებას.

საბოლოო ჯამში, შეასწავლით რა კავკასიურს მორჩილების ძირითად წესებს, რასაც 3-4 თვე სჭირდება (8 თვიდან 1 წლამდე პერიოდი), თქვენ მაინც ვერ იქნებით მყარად დარწმუნებული საკუთარ დომინირებულობაში ნაგაზთან, რადგან ეს საზღვრები სრულიად პირობითია. მოვიყვანთ კავკასიურის სპეციალისტის მიერ აღწერილ საინტერესო მაგალითს, რომელიც გვიჩვენებს, ადამიანის თვალსაზრისით, მის ბრძანებაზე ადექვატური რეაქციის პირობითობას. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობს მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს კავკასიური ნაგაზის ფსიქოლოგიურ პორტრეტს.

მაშ ასე, კავკასიური ნაგაზი ვარლაი და მის მიერ ბრძანების „ჩემთან!“ შესრულების მაგალითები განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და სხვადასხვა გარემოცვის პირობებში.


  • მუშაობა შეჯიბრზე (საჩვენებელი გამოსვლებ) - ბრძანების შესრულების პროცენტი 10 დან 10 (100%);
  • მუშაობა ქუჩაში უცხო ძაღლების თანდასწრებით - შესრულების პროცენტი 10 მოხმობიდან 8 შესრულება (80%);
  • მუშაობა უცხო ადამიანების თანდასწრებით, რეალურ სიტუაციაში, ქუჩაში - 10 მოხმობიდან 7 შესრულება (70%);
  • მუშაობა უცხო ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც აქტიურად იქცევიან - 10 დან 4 (სულ 40%);
  • მუშაობა აგრესიულად მოქმედი უცხო ადამიანების გარემოცვაში, ან როცა არღვევენ ვარლაის მიერ დასაცავი ტერიტორიის საზღვრებს - 10 დან 1 (სულ 10%)

მოყვანილი მაგალითი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ რაც უფრო რეალისტურია, ნაგაზ ვარლაის აზრით, „დაცვითი“ სიტუაციის დადგომა, მით უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ძაღლი თვით სიტუაციას და მასში მონაწილე პირებს. ძაღლი ასეთ სიტუაციებში მიიჩნევს, რომ მას არა მარტო უფლება აქვს აიღოს პასუხისმგებლობა სიტუაციაზე, არამედ ვალდებულიცაა ასე მოიქცეს.

ამის გამო, აბსოლუტურად დაუშვებელია კავკასიურის დატოვება ხალხმრავალ ადგილზე (მაგალითად მაღაზიასთან), ღვედისა და „სადრუნჩის“ გარეშე.

ორი წლის ასაკითვის უცხო ადამიანების გარემოცვაში ერთობლივი სეირნობის უნარ-ჩვევები ძაღლს საფუძვლიანად უნდა ჰქონდეს ათვისებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პატრონის სტატუის „გამცილებლის“ სტატუსად შეგეცვალოთ.

გახსოვდეთ!!! კავკასიური ნაგაზი გარემომცველ სიტუაციაზე თქვენი ნებართვის გარეშე რეაგირებს, ამიტომ იყავით ზედმიწევნით ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი იმათ წინაშე, ვის გარემოცვაშიც იმყოფებით.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-03-27)
ნანახია: 2344 | კომენტარი: 1 | ტეგები: ფსიქოლოგია, ყურადღება, დამოუკიდებლობა, წარუმატებლობა, ქცევა სხვადასხვა პირობებში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-09-08
11:43
პასუხი
1) makagagievi
chemi nagazi ver damyavs gamofenaze imis gamo, rom sashinlad iqceva, arada saxlshi dzalian chkviania, tu sheidzleba exla scorad moqceva vascavlo, ukve 3 clisaa? makagagievi
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]