ხუთშაბათი, 2024-05-02, 04:39
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

კავკასიური ნაგაზის ლეკვის მოვლა და აღზრდა სიცოცხლის პირველ წლებში
აღსრულდა, პატარა და მომხიბლავი დათვის ბელი - კავკასიურის ლეკვი „შემოგორდა" თქვენს სახლში. სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, სტანდარტულ პროცედურებთან - ვაქცინაციასთან, კუპირებასთან, რაციონის შერჩევასთან ერთად, ყურადღება უნდა დაეთმოს აღზრდას, როგორც წვრთნაში მომავალი წარმატების საწინდარს.

კავკასიური ნაგაზი ისეთი ჯიშია, რომელმაც თავის გენებში შემოინახა თავისი უძველესი წინაპრების პრაქტიკულად ყველა ძირითადი ნიშან-თვისება, რომელთა შორისაა ბრძოლა გამოკვებისთვის. ეს უპირობო რეფლექსი ვლინდება განსაკუთრებულ ყურადღებაში, რითაც მომავალი ნაგაზი ექცევა საკვებს და საკვების ჭურჭელს.

გახსოვდეთ! თუ თქვენი ძაღლი იცავს საკვებს თქვენგანაც კი, თქვენი მასთან კონტაქტის დონე არასაკმარისია. ლეკვობის ასაკიდან კავკასიური ნაგაზის ლეკვის პატრონს უნდა ჰქონდეს საშუალება ნებისმიერ დროს აიღოს ჭურჭელი საკვებით და ჩაატაროს ნებისმიერი მანიპულაცია თავის ლეკვთან, მაშინ როცა ძაღლის წინ დევს სასურველი საკვები. თუ ამას არასაკმარის მნიშვნელობას მიანიჭებთ, თქვენ რისკავთ დროთა განმავლობაში თქვენსა და თქვენს ძაღლს შორის აღიმართოს გადაულახავი კედელი. თქვენი თავისუფალი მოპყრობა ჯამთან არის დასტური იმისა, რომ ხართ კავკასიური ნაგაზის წინამძღოლი და ჭეშმარიტი პატრონი. თუ ლეკვი ამჟღავნებს უკმაყოფილებას და აღშფოთებას - მტკიცედ და უყოყმანოდ დაეუფლეთ სიტუაციას. მსუბუქი წკიპურტი ცხვირში, მსუბუქი ალიყური, ხოლო როცა საჭიროა, გვარიანი მუჯლუგუნი დაადგენს თქვენს წამყვან მდგომარეობას ხროვის - ოჯახის იერარქიულ კიბეზე.

გახსოვდეთ! მორჩილება კავკასიურის მხრიდან გამოიხატება არა მხოლოდ ამა თუ იმ ბრძანების „უსიტყვო" შესრულებაში, არამედ წინამძღოლად თქვენს აღიარებაშიც!

სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი სიტუაციები, როცა კავკასიური უნაკლოდ ასრულებდა მისი აზრით სულელურ ბრძანებებს და თავს ესხმოდა პატრონს, როცა ის ცდილობდა წაერთმია ქუჩაში ნაპოვნი საჭმელი, უკრძალავდა ქუჩის ჩხუბში ჩაბმას და ა.შ. თუ ეს მომენტი „სახლის ძაღლზე" თქვენს წარმოდგენებთან შეუთავსებლად მიგაჩნიათ - არც კი იოცნებოთ კავკასიური ნაგაზის ყოლაზე.

ამ ჯიშის უკამათო ღირსებაა ლიდერობისკენ სწრაფვა. სწორედ ამაშია წვრთნის პროცესში მისი სიჯიუტის საიდუმლო.
ლეკვობის ასაკში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კიდევ რამდენიმე ამ ჯიშის დამახასიათებელ თვისებას. ამ თვისებებს თავი შეუძლიათ იჩინონ როგორც ღირსებებად, ასევე პრობლემებად. მაგალითად ლეკვის კარგმა ჯანმრთელობამ პატრონი შეიძლება ზედმეტად უყურადღებოდ აქციოს.

გახსოვდეთ! საკვებისადმი უპრეტენზიობა არ ნიშნავს, რომ ფული უნდა დაზოგოთ საკვებზე. ყველაფერი, რაც დააკლდა ახალგაზრდა ორგანიზმს - დაკარგულია სამუდამოდ.

ყურადღება! 3-დან 9 თვემდე პერიოდი უაღრესად მნიშვნელოვანია ძაღლის ფორმირებისთვის. სწორედ ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს წვრთნის დასაწყისად, სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება კავკასიურების ცხოვრების პოზიციები. სწორედ ამ პერიოდშია ძაღლის ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარე მეგაპოლისის გამაღიზიანებელი ზემოქმედებისადმი, რადგან ჯიშს არ ახასიათებს ადაპტირების უნარი, რადგან ჯიშს არ ახასიათებს ადაპტირების უნარი. ხმამაღალმა და მკვეთრმა ხმება, ძაღლისთვის „ჩაბარებულ" ტერიტორიაზე უცხოთა დიდმა რაოდენობამ და ა.შ. შეიძლება მოუშორებელი დაღი დაასვას ძაღლის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას. მალე ივიწყებს რა გატყეპვას შედარებით უფროსი ძაღლებისგან, ნაგაზის ლეკვი შეიძლება გულის გახეთქვამდე შეაშინოს ფეხებთან აფეთქებულმა პეტარდამ, რაც მთელი ცხოვრებით დაუმახინჯებს ფსიქიკას ძაღლს.

უმრავლეს შემთხვევაში, კავკასიური ნაგაზები ჰყავთ კერძო აპარტამენტებში. აქ არის რისკი მოდუნდე და მოაკლო ძაღლს ყოველდღიური სასიცოცხლოდ აუცილებელი გასეირნებები. ამას მივყავართ მუსკულატურის და ჩონჩხის დეგრადაციამდე.
კავკასიურ ნაგაზებს არ სჭირდებათ სიმძიმეები, სარბენი ბილიკები, გამობმული საბურავებ და ა.შ. რამაც შეიძლება დაუზიანოთ თათები, ზურგი და წელი.

ფსიქოლოგიურად უკუჩვენება აქვს ველოსიპედით „გარბენებს". საუკეთესო ვარიანტია ყოველდღიური 90 წუთიანი სეირნობა თანაბარ ტემპში. ამ დროს ღვედი ოდნავ გაჭიმული უნდა იყოს. 5-7 თვის ძაღლისთვის საჭიროა დღეში სამჯერ გასეირნება.

თქვენი ლეკვისთვის პირველ თვეებში სასურველია ვეტერინარის მუდმივი მეთვალყურეობა, რომელიც დროულად გამოავლენს ძაღლის ჩონჩხის ფორმირებაში პრობლემურ გადახრებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ და დატვირთვებმა.

გახსოვდეთ! ლეკვობის ასაკში ხელიდან გაშვებულს ვერანაირი წვრთნითა და კვების კორექტირებით ვეღარ დააბრუნებთ.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-02-04)
ნანახია: 9457 | კომენტარი: 14 | ტეგები: ფსიქიკა, კვება, სეირნობა, ვარჯიში, ვარჯიშის ტიპები, წვრთნა, ჩონჩხი, მუსკულატურა | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-02-14
12:12
პასუხი
14) Tugo
Me myavs 2 tvis da yvelas uyebs da echxubeba zaglebs Tugo
2013-02-13
11:35
პასუხი
13) Tugo
Chemi 2 tvis aris da asheiniks ro vaketebt zirs cveba da ro vadzaleb camosvlas portxialit momyveba da cemit ro vcemo meshinia ar shemishindes da sheileba cemit ro shemishindes? Tugo
2010-07-02
23:31
პასუხი
12) yasha
ara ar devs davdeb, jer 3 tvis xdeba smile yasha
2010-07-02
22:38
პასუხი
11) Shepherd
yasha თქვენი ძაღლის სურათი დევს აქ? Shepherd
2010-07-02
19:10
პასუხი
10) yasha
ოკ smile არა ჩხუბი იმიტომ ვვახსენე რომ, პატარა გოშია მყავს და იმასთან მივიყვანე მეთქი მიეჩვიოს მერე რო არ იჩხუბონ თქო და, და გოშიამ დაუწყო ჩხუბი და ყაშაც ეცა ყელში და პროსტა მაგ პონტში გკიტხე კარგი იქენბა ტქო smile და ტუ ტვიტონვე გახდება აგრესიული.......... yasha
2010-07-02
18:38
პასუხი
9) k-shengelia
yasha, 3 თვის ლეკვი არ იჩხუბებს. აგრესიას რაც შეეხება სანერვიულო არაფერია, დახმარება ადამიანის მხრიდან არ სჭირდება იმისთვის, რომ მისი ტერიტორია დაიცვას, უბრალოდ დროის საკითხია. k-shengelia
2010-07-02
18:32
პასუხი
8) yasha
ლეკვობაში რომ პატარა ლეკვთან ვაჩხუბო ისე რომ დარწმუნებული ვიყო რომ მოიგებს, ეგ კარგი იქნება? აგრესიაც მოემატება, და ჩხუბსაც ისწავლის yasha
2010-07-02
18:30
პასუხი
7) yasha
მაგარი ძაღლი გყოლია happy happy happy happy happy happy happy yasha
2010-07-02
17:12
პასუხი
6) k-shengelia
Shepherd, რათქმაუნდა ძაღლის ხასიათსაც და აღზრდასაც აქვს მნიშვნელობა. k-shengelia
2010-07-02
15:45
პასუხი
5) Shepherd
ეგ ჩემი აზრით ძაღლზეა დამოკიდებილი ჩემი 6 თვის იყო რო ეზოში უცხოs რო ხედავდა გიჟდებოდა ისე იწეოდა და უყეფავდა

და პირვeლად 6 თვის იყო რო მეზობელს უკბინა biggrin

Shepherd
1-10 11-14
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]