ხუთშაბათი, 2024-05-02, 12:22
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

ნაგაზის საყარაულო (მცველის) ფუნქციების შესრულების ტესტირება
მანამ, სანამ დაიწყებთ თქვენი ძაღლის გაწვრთნას თანმხლების (გამცილებლის)
კურსის მიხედვით, აუცილებელია მისი ტესტირება. შემოთავაზებული ტესტები მწვრთნელებს დაეხმარება შეაფასონ ნაგაზის უნარები. გამოცდილი კინოლოგი - კავკასიურის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყარაულის როლისთვის გამოდგება მხოლოდ აქტიურად – აგრესიული ძაღლები, რომლებიც ინსტიქტის დონეზე ცდილობენ დაიცვან წინამძღოლი – პატრონი. პრაქტიკული ტესტი შედგება ხუთი საფეხურისგან.

1. პატრონთან კონტაქტი. ძაღლის რეაქციაზე დაკვირვების საფუძველზე შეიძლება მიხვდეთ - რას წარმოადგენს პატრონი ძაღლისთვის.

ტესტის არსი შემდეგშია: პატრონს თხოვენ აუშვას ძაღლი და ცოტა ხანში მოუხმოს ძაღლს. შემდეგ, პატრონს თხოვენ გასცეს რამდენიმე ბრძანება. ბრძანებების შესრულების შედეგით სპეციალისტს შეძლებს შეაფასოს:

ძაღლის მორჩილების ხარისხი;

რა განაპირობებს ძაღლის მორჩილებას პატრონის ბრძანებისადმი;

რას წარმოადგენს ძაღლი პატრონისთვის;

რას წარმოაგდგენს პატრონი ძაღლისთვის.

2. “თავგანწირვა”, რომელსაც ამჟღავნებს ძაღლი პატრონის დაცვისას, მოწმდება შემდეგნაირად. მწვრთნელი ხელს იწვდის პატრონისკენ, რომელსაც ძაღლი უჭირავს მოკლეზე ან საყელურით. თუ ძაღლისგან რეაქცია არ არის, მწვრთნელი აკეტებს მკვეთრ მოძრაობას პატრონისკენ. ძაღლის რეაქციის მიხედვით შეიძლება წინასწარი დასკვნების გაკეთება პატრონის დაცვისათვის მზაობისა და სურვილის ხარისხის შესახებ. უნდა ითქვას, რომ სულსწრაფი დასკვნების გაკეთება ამ ტესტის მიხედვით არ ღირს, გასათვალისწინებელია პირველი ტესტის შედეგებიც და პირობებიც, რაშიც ტარდება ექსპერიმენტი.

3. მესამე ტესტი მოგვეხმარება განვსაზღვროთ ნაგაზის თანდაყოლილი სიფრთხილე და წინდახედულობა. სპეციალისტი ცდილობს მოეფეროს ძაღლს. მანმადე პატრონთან საუბარში ინსტრუქტორი არკვევს, რამდენად “კონტაქტურია” ძაღლი, და თუ კი, და ზედმეტადაც, რით არის ეს გამოწვეული. თუ ამის მიზეზი “ზედმეტად ჰუმანური” აღზრდაა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. პრობკლემა მოგვარდება სპეციალური მეთოდოკით. თუ თქვენს წინ ლაქუცა და ინფანტილური არსებაა, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილის ალოკვას ლამობს და ზურგზე კოტრიალობს - დიდად მოსალოდნელია, რომ დასკვნები პატრონისთვის უიმედო იყოს.

4. მეოთხე ტესტი იმისათვისაა, რომ გაირკვეს როგორ რეაგირებს ძაღლი მოულოდნელობაზე. კიბიდან დააგორებენ ცარიელ კასრს და ყურადღებით აკვირდებიან ძაღლის ქცევას, თანაც აკვირდებიან არა იმდენად პირველ რეაქციას, გამოვლენილს დაცემის მომენტში, არამედ უფრო შემდგომ რეაქციას. დაცემის მერეც აინტერესებს კასრი ძაღლს, თუ საერთოდ არარ მიაქცევს ყურადრებას - შედეგი მრავლისმეტყველია სპეციალისტისთვის.

5.ძაღლის შემოწმება კონტაქტურობასა და კბენის მცდელობაზე. ძაღლს სთავაზობენ საკვებს, რის შემდეგაც 3-4-ჯერ სცემენ დამცავი ფარით. რეაქციას აფასებს სპეციალისტი.

შეისწავლის რა ჩატარებული ტესტების შედეგებს, სპეციალისტ თითქმის 100%-ანი სიზუსტით შეიმუშავებს წვრთნისა და სწორი მოტივაციების განმტკიცების პროგრამას. ხოლო თუ საჭირო იქნება ჩვევითი ქცევების კორექცია - ძაღლის მოტივაციათა “გადაკოდირების” გეგმას. გარდა ამისა, სპეციალისტს შეუძლია დიდი ალბათობით განსაზღვროს ძაღლის პოტენციური შესაძლებლობები და იქვე, პატრონის თანდასწრებით გამოიტანოს დასკვნა, როგორი საბოლოო შედეგის მოლოდინი უნდა გვქონდეს ნაგაზისგან.
საკმაოდ ხშირად მწვრთნელები აწყდებიან სიტუაციას, როცა მასთან მოჰყავთ კავკასიური ნაგაზი, რომლის პატრონსაც 20 საათში უნდა გადააქციოს თავისი ძაღლი “გამცილებელ ძაღლად”. შემდგომში ირკვევა, რომ იგი შეიძინა რეკომენდაციებისა და ტესტირების გარეშე, ხოლო შემდეგ 1.5 -2 წლის განმავლობაში აგრძელებდა მისთვის თანდაყოლილი ნაკლის განმტკიცებას არასწორი აღზრდით, რითაც საბოლოოდ დაამახინჯა ძაღლის ფსიქიკა.

პროფესიონალები გამოთქვამენ მოსაზრებებს თვისებებზე, რომელიც უნდა ახასიათებდეს თანხლების ძაღლს.

1.ძაღლი იქცევა აქტიურად-აგრესიულად, რის გამოც მისი აშვება უცხოთა თანდასწრებით შეუძლებელია.

2. ხმოვანი ან სინათლის გამაღიზიანებელი ფაქტორების წარმოშობისას გაფაციცებულია, მაგრამ მშვიდი.

3.ძაღლის აგრესიულობა წინ უსწრებს დამამუხრუჭებელ ფაქტორებს.

4.საკმარისი გამოცდილების გარეშეც, ძაღლი ცდილობს დაიცვას თავისი პატრონი და ტერიტორია.

5.მეოთხე ტესტის ჩატარებისას ძაღლი საკმარისად სწრაფად უნდა რეაგირებდეს, და იქცეოდეს სიტუაციის განვითარების ადეკვატურად.

თუ აღნიშნული რეაქციები ძაღლს დაფიქსირებული აქვს, იგი სავსებით შესაძლებელია გახდეს ბრწყინვალე მცველი.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-05-31)
ნანახია: 3057 | ტეგები: საყარაულო, ფუნქციები, ტესტირება, შესრულება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]