ხუთშაბათი, 2024-05-02, 03:06
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

კავკასიური ნაგაზის გაწვრთნა - სიძნელეები და ძირითადი წესები
როგორც ჩვენ უკვე მოვასწარით გაგვეგო - კავკასიური ნაგაზი სპეციფიკური და ძნელად გასაწვრთნელი ჯიშია. უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ კავკასიურის წვრთნის პრაქტიკული და თეორიული წესები, სხვა ჯიშებთან შედარებით ჩანასახოვან მდგომარეობაშია, მიუხედავად თვითონ ამ ჯიშის მდიდარი და ხანგრძლივი ისტორიისა. შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი სირთულე, რომლებსაც აწყდებიან კავკასიურების მწვრთნელი ოსტატები:

1) მომზადების დამუშავებული სამამულო პროგრამების სრული არარსებობა;
2) ჯიშიანი ძაღლების სამუშაო დახასიათებების იგნორირება, ბონიტირების სრული არარსებობა, ქაოტური და უკონტროლო „გამრავლება“;
3) კავკასიური ნაგაზის წვრთნის ნებისმიერი უცხოური გამოცდილების მიუღებლობა.

ამავე დროს ძნელად შეიძლება იპოვო ჯიში, რომლებთან მუშაობისას შეცდომებიც ისევე ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ, როგორც შეცდომები კავკასიურის წვრთნისას.

მოკლედ შევაჯამოთ კავკასიური ნაგაზის მომზადების შედეგები ძაღლის ასაკის შესაბამისად. 9 თვის ლეკვს ლეკვს ძნელად თუ ვუწოდებთ. ეს უკვე მოზრდილი და საზრიანი ძაღლია, რომელიც თავს თქვენი ოჯახის-ხროვის წევრად მიიჩნევს. ამ ასაკისთვის თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ მის დამჯერობაში, იმაში, რომ აღზრდის ძირითადი ჩვევები მტკიცედ არის მის ფსიქიკაში გამჯდარი. იმისათვის, რომ უზრუნველყოთ სტაბილურად კარგი შედეგი ამ ასაკისთვის, საჭიროა სწავლება დაიწყოთ სულ პატარა ასაკიდან, ხოლო 7-8 თვისთვის დაიხმაროთ პროფესიონალი კინოლოგი. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალური ჩვევების შეძენაზე ჯერ ლაპარაკი არ არის - თქვენი მიზანია უზრუნველყოთ კავკასიურის მორჩილების (დამჯერეობის) ჩვევები!
თქმულიდან გამომდინარე, სასარგებლო იქნება გავეცნოთ იმ მარტივ მაგრამ მტკიცე წესებს, რომლებსაც მოითხოვს კავკასიურის წვრთნის პროცესი ამ ეტაპზე:

1) არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ გაავლოთ პარალელი კავკასიურის წვრთნის მეთოდებს და სხვა მსხვილი ჯიშების, მაგალითად, გერმანული ნაგაზის წვრთნის წესებს შორის. გახსოვდეთ, რომ კავკასიური ნაგაზი - თავდადებული მსახური და მუშაკი კი არ არის, არამედ ამაყი და გონიერი ძაღლი, რომელიც გააზრებულად ექცევა გარემომცველ სამყაროს და ძალიან რთულად აღიქვამს ცნება „გაწვრთნას“. კავკასიურები სრულიად „რეალურები“ არიან. უკვე მე-2 მე-3 მეცადინეობაზე ისინი უარს აცხადებენ იმუშაონ და ამის მიზეზი ამ ჯიშის „შეზღუდულობაში“ კი არაა, არამედ იმაში, რომ მწვრთნელებს ელემენტარულად არ ესმით ძაღლის ფსიქოლოგია.
2) პირველი მტკიცებიდან გამომდინარეობს უტყუარი ფაქტი, კავკასიური ნაგაზი მოწესრიგებულად და ზუსტად იმუშავებს მხოლოდ მაშინ, როცა მკაფიოდ შეიგნებს წაყენებული მოთხოვნების აუცილებლობას და სამართლიანობას.
3) არასდროს გამოიყენოთ წვრთნისას ბრძანებები, რომელთა შესრულება ეწინააღმდეგება კავკასიური ნაგაზის ბუნებას. 99% შემთხვევებში არაფერი გამოგივათ! დამახასიათებელ მაგალითად გამოდგება ბრძანება „აპორტ“-ის დამუშავება. „აპორტირების“ რეფლექსი გამოვლინებული არაა კავკასიურებში და ამ მიმართულებით თქვენი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისა, და ხშირად სერიოზული კონფლიქტისთვის.

როცა ამ სამ საბაზისო წესს კარგად შეითვისებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ წვრთნის პროცესი. გაითვალისწინეთ, რომ კავკასიურის წვრთნის პროცესში თქვენ დაგჭირდებათ არა მარტო მოთმინება, დაჟინება და ცოდნა, არამედ ხელებით მუშაობა, და უფრო მეტი - ჭკვიანურად მუშაობა. კავკასიურის აღზრდა „წიხლის თერაპიით“, საკვებით წახალისებით ან ელექტროშოკერით 80% არ მოიტანს არა მარტო სასურველ, არამედ არანაირ შედეგს. დანარჩენს დაუმახინჯდება ჯიშობრივი მახასიათებლები.

რა თქმა უნდა, კავკასიურის გაწვრთნა შესაძლებელი და აუცილებელია, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ წვრთნის წარმატება პირველ რიგში დამოკიდებულია ძაღლებთან კონტაქტის ხარისხზე, უნარზე - მიმიკით, ინტონაციით, ღვედის მოქაჩვით გააგებინო და აგრძნობინო ძაღლს რა გჭირდება მისგან.

იცით თუ არა, რომ კავკასიური თვალებახვეული, 20 მეტრზე მწვრთნელისგან, ასრულებს ბრძანებებს? მაგრამ ამასთან, თუ კონტაქტი ძაღლსა და მწვრთნელს შორის არ არსებობს, წარმატება გამორიცხულია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა - რა შევასწავლოთ კავკასიურ ნაგაზს?! სპეციალისტთა აზრით, კავკასიურმა პირველ რიგში უნდა შეითვისოს:

1) გადაადგილება ბრძანებაზე „გვერდში!“
2) მოძრაობის შეწყვეტა ბრძანებაზე „სდექ!“
3) ბრძანება „არ შეიძლება!“ ან „ტაბუ!“, რაც ზოგადად აკრძალვას ნიშნავს.
4) ბრძანება „ადგილზე!“
5) ბრძანება „ჩემთან!“
6) ბრძანება „კბილი!“ სადრუნჩის ტარების ჩვევებთან შეხამებით.

„ბავშვობის პერიოდის“ ბრძანებები - „იჯექ“, „დაწექ“, „მომე თათი!“ 7 თვის ასაკში თქვენს აღსაზრდელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს ათვისებული. ასევე უნდა ჰქონდეს ათვისებული ბრძანებები „არ შეიძლება!“ და „ადგილზე!“. ამ ორი ბრძანების შეთვისების უნარი მოწმდება ხორციანი ჯამით.

არ უნდა დავივიწყოთ დღეისათვის კავკასიურის დანიშნულების - დარაჯობის შესახებ. სწორედ ეს ასპექტი აწყდება წინააღმდეგობებს წვრთნისას, და იწვევს არასწორ დასკვნებს გამოუცდელი მწვრთნელის მხრიდან.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-02-11)
ნანახია: 3007 | კომენტარი: 1 | ტეგები: დაჯექ, ბრძანებები, მწვრთნელი, წვრთნა, სდექ, ადექ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2014-01-11
18:38
პასუხი
1) teo
labradoris da kavkasiuri nagazis najvari myavs patara lekvi 2tvis aris da exla ro davawyebino swavla sheidzleba?gaigebs rames? tu adrea jer? teo
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]