ხუთშაბათი, 2024-05-02, 02:21
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ლიტერატურა

კავკასიური ნაგაზის ბრძოლის ტექნიკური და ტაქტიკური საკითხები
DOSAAF-ის არსებობის დასრულების შემდეგ, წვრთნა ხდება რადიკალურად განსხვავებული. უდავოა, რომ ეს ზრდის წვრთნის შემოქმედებით პოტენციალს, მაგრამ ამავდროულად, იხსნება ყველა გზა თაღლითების და ბიზნესმენებისთვის. გარდა ამისა, ბევრმა სპეციალისტმა უკვე გამოსცადა მსგავსი “თავისუფლება” და მათ ძალიან გაუჭირდათ „ასე“ მუშაობა. ზოგიერთ დამწყებს ხელში უვარდება წვრთნის სადავეები და ძაღლს აქცევს პრიმიტიულ ცხოველად, სხვები კი ვესტერნებიდან გადმოღებულ წვრთნის სისტემებისა და წესების გამოყენებას ამჯობინებენ. ისინი არც კი აქცევენ ყურადღებას კლასიფიკაციას: სპორტი, სახლი, გართობა.

ამ (მწვრთნელის და ძაღლის) ურთიერთკავშირში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიური ნაგაზის, როგორც კინოლოგიის ერთ-ერთი გვირგვინის ბედი. ამ ძაღლებთან კონტაქტისას, მწვრთნელების უმრავლესობა დიდ პრობლემას აწყდება: ყველანაირი მცდელობა, გამოიყენოთ საწვრთნელად სხვა წვრთნის სპორტული სისტემები (IPO, SchH, Mondioring...), ჯოხი და წკეპლა, წარუმატებლად დამთავრდება. სპორტული წვრთნის მთავარი პრინციპია - „სათამაშო აგრესია - დაჭერა“. კავკასიური ნაგაზის შემთხვევაში კი ეს არ ჭრის. ის უბრალოდ არ აგყვებათ თამაშში - არ ითამაშებს. მათი ცხოვრების ციკლი მარტივი და საიმედოა: ენერგიის დაგროვება, ხანმოკლე, მაგრამ თავდაუზოგავი ჩხუბი - ენერგიის დაგროვება. ენერგიის სირბილში, ყეფაში და „სათამაშოს დაპყრობაში“ დახარჯვა მათთვის არ ყოფილა შექმნილი. მისი ცხოვრების სტილი -დახარჯოს მთელი ძალა და ენერგია რამდენიმე წამში მომხვდურ მტაცებელთან სასიკვდილო ბრძოლაში, ათასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა; მას ჩამოუყალიბდა უნიკალური ხასიათი: სიზანტე, გულგრილობა ფლეგმატურობის ზღვარზე, როცა ყველაფერი წესრიგშია და სწრაფრი რეაქციები, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ ძაღლთა სამყაროში - როდესაც მტრის მოახლოებას გრძნობს. აღელვებიდან დაწყნარებამდე „ჩამოსვლა“ წამის მეათედებში ხდება, თუმცა ის ამას არ აკეთებს წინდაუხედავად - ერთბაშად არ დუნდება - მხოლოდ მას შემდეგ წყნარდება და „ეშვება“, როცა ამის შესაძლებლობას გრძნობს. ეს კი მის უმაღლეს ინტელექტზე მიუთითებს. ამას დავუმატოთ თავისუფლების სიყვარული და შეუპოვრობა. ახლა კი წარმოვიდგინოთ ძაღლების მწვრთნელი, რომელიც 8-10 თვის კავკასიურის ლეკვის წინ დახტის გორგოლაჭებით, ჭრელი ნაჭრებით, ჯოხით ან სათამაშოთი.

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ასაკში მყოფი კავკასიური უკვე მწიფდება.
მეორეც, კავკასიური მხოლოდ მაშინ თამაშობს, თუ თვითონ აქვს ამის სურვილი. მისი თამაში აყოლიება მწვრთნელის ძალდატანებით - შეუძლებელია.

და მესამე - მას უცხო ადამიანებთან თამაშის არანაირი სურვილი არ აქვს.

ეს გარემოებებია იმის მიზეზი, რომ მწვრთნელების მიერ შეთავაზებული წვრთნის ეს მეთოდი გაუმართლებლად და უცოდინრობის ნაყოფად შეიძლება ჩაითვალოს. კავკასიური ამ სათამაშოების მაგივრად მწვრთნელს თუ უყურებს დიდი გაკვირვებით, გამოუცდელი მწვრთნელები ამ შემთხვევას მის ჭკუასუსტობას უკავშირებენ.

აწყდება რა ასეთ რთულ წინააღმდეგობას მწვრთნელების უმრავლესობა, სანამ დამწყების სტატუსს „მიუსჯიან“, სასწრაფოდ აცხადებს, რომ ეს ძაღლი არცერთი სამუშაოსთვის არ არის დაბადებული. კავკასიურთან მუშაოbა მწვრთნელისგან მოითხოვს დიდ ნებისყოფასა და წესიერებას.

თუ კავკასიური არის მწვრთნელის მორჩილი წვრთნისას, ხელები და ფეხები ტვინისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. ამ შემთხვევაში შედეგი თითქმის იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში. პირველ ჯერზე, ის იჯერებს რომ მის წინ მდგომი ადამიანი მტერია (მას ამას მწვრთნელი შთააგონებს) და ეცემა მას სახელოებზე. მაგრამ მესამე ან მეოთხე ჯერზე ის უკვე უარზეა შეასრულოს თავისი „სამუშაო“ შემდეგი მიზეზების გამო:


  • ეს იდიოტია და არა მტერი;
  • ამ იდიოტს რაღაცა აცვია ტანზე - რატომ უნდა ვღეჭო ის?
  • შემეშვი! უამრავი საქმე მაქვს, შენ კი უამრავი წვრილმანით მაწუხებ.

რა მოყვება ამას? - ტრენერის გამოცვლა, რაც თავის მხრივ დამატებით კოლოსალური თანხების გადახდას ნიშნავს.

მალე, ახალი მწვრთნელიც დაიღლება უშედეგობით და კავკასიური ეზოში ან ბინაში აღმოჩნდება დაბრუნებული საწვრთნელი მოედნიდან ახალი სტატუსით - ყველანაირი საქმისათვის გამოუსედაგარი ძაღლი, და ჯიში...
მაინც როგორ უნდა მივუდგეთ და გავწვრთნათ ეს „უცნაური“ ძაღლი?

მწვრთნელის მიმართ ვალდებულების გრძნობა და მისდამი დაქვემდებარება

აქ არის საბაზისო ბრძანებების პატარა სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ასრულებდეს კავკასიური ნაგაზი, როგორც მფლობელი-ლიდერისგან ნაბრძანებ ბრძანებებს. ნურასდროს მოთხოვთ კავკასიურს გააკეთოს დამღლელი სამუშაო ან განუწყვეტლივ აკეთოს ერთი და იგივე ბრძანების გამეორების შესაბამისად.

თუ თქვენი ძაღლი მწვრთნელის მიერ არის მომზადებული, ის მწვრთნელს უნდა იცნობდეს. თუმცა ეს ფაქტორი ვერ დაგეხმარებათ გაწვრთნათ კავკასიური სახლის პირობებში, რადგან კავკასიური ნაგაზი ძალიან რთულად, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ ეგუება სახლის პირობებს, რადგან მისთვის ეს გარემო ხელოვნური და უაზროა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბრძანებების შესრულება არ ნიშნავს იმას, რომ ის გემორჩილებათ. მან შეიძლება შეასრულოს თქვენი ბრძანება „დაჯექ!“ მაგრამ ამასთანავე თუ მის საკვების ჯამს მიუახლოვდებით, შეიძლება დაგასახიჩროთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან არ გაქვთ ურყევი კავშირი დამყარებული. ეს არის იმის მიზეზი, რომ კავკასიურის წვრთნის საზღვრები ასე მცირდება:

ლეკვის სახლში მოყვანის პირველივე წუთებიდან უნდა დაამყაროთ სწორი ურთიერთობა მასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიქვემდებაროთ ძაღლი და იყოთ მისი ლიდერი, მისი ხროვის მეთაური - მოსიყვარულე და თბილი, მაგრამ ძლიერი და შეუბრალებელი, როცა საქმე მის მიერ ჩადენილ არასწორ მოქმედებას ეხება. კონფლიქტურ სიტუაციებში აუცილებლად უნდა დასაჯოთ - მაგრამ არა ძლიერად. დასჯის პროცესი უნდა გაგრძელდეს რამოდენიმე წამი. არ დაგავიწყდეთ, რომ კავკასიურს ერთის მხრივ ძალიან დაბალი ტკივილის ბარიერი აქვს, ხოლო მეორეს მხრივ, თანდაყოლილი თვისება აქვს, რომ მკაფიოდ გამოხატოს მისი ხროვის წინამძღოლისადმი პატივისცემა და მორჩილება.

მაგალითისთვის - თუ ლეკვი ჩაგებღაუჭათ ხელზე თქვენ კი მის მოსაგერიებლად არცთუ ძლიერად მოარტყით ხელი და მან „კივილი“ დაიწყო - არ დაიჯეროთ რომ თქვენ მას რამე დაუზიანეთ, ან ისე ატკინეთ, რომ მართლაც „საკივლელი“ იყო. ეს მხოლოდ უბრალო თავის მოჩვენებაა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ ჩადენილის გამოსწორება, ვინაიდან გამოსასწორებელი არაფერი გაქვთ. შემდგომში მასთან ურთიერთობა უფრო გაგიადვილდებათ, თქვენს ბრძანებებს პირველივე ჯერზე შეასრულებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „დაჯექ!“, „ჩემთან!“, „გვერდზე! თუ სხვა. და არა მარტო გაიგებს, არამედ ემახსოვრება მთელი სიცოცხლის მანძილზე. თუ თქვენი და თქვენი კავკასიურის ურთიერთობა სწორად ყალიბდება, რამოდენიმე ხნის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა ბრძანებას უპრობლემოდ, პირველივე ჯერზე შეასრულებს.

მაგრამ თუ მასთან მყარი კავშირი არ გაქვთ, თქვენს ბრძანებებს ლეკვი ყურადღებასაც არ მიაქცევს. ხოლო თუ მოზრდილ ძაღლთან გვაქვს საქმე, პირველი ბრძანებისას ისიც არ მოგაქცევთ ყურადღებას, ხოლო მეორე ბრძანებისას, ის მტრულად განეწყობა თქვენდამი, ხოლო ეს როგორ დამთავრდება - ღმერთმა იცის. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ კავკასიური ნაგაზი დაუფიქრებლად ასრულებს ბრძანებებს, რომელიც ეხება მის სამუშაოს. მისი სამუშაო კი ერთია - დაცვა. და ჩვენ გამოგვაქვს დასკvნა - კავკასიურ ნაგაზთან მუშაობა იგივეა, რაც დუელი მტრებს შორის.

ქვემოთ ჩამოთვლილია კავკასიური ნაგაზის დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც მისი ხასიათიდან გამომდინარეობს.


  • მისთვის პირველ რიგში დამახასიათებელია „სატერიტორიო“ სამსახურის სიყვარული. ის ოდნავ ინტერესს ამჟღავნებს უცხოებისადმი, რომლებიც მისი გასაკონტროლებელი ტერიტორიის საზღვრებს მიღმა არიან, ან საერთოდ ყურადღებასაც არ აქცევს. „ამ“ უცხოების ერთადერთი ვალდებულება ის არის, რომ მათ არ უნდა გადაკვეთონ უხილავი საზღვარი - სულ ეს არის. ბევრ კინოლოგს გამოუთქვამს თავისი მოსაზრება, რომ კავკასიურის, მართლაც ბრწყინვალე მცველის სისხლში, ურევია როტვეილერის, დობერმანის, ამერიკული სტაფ. ტერიერის სისხლი, რომლებიც ასევე ბრწყინვალე მცველები არიან, თუმცა კავკასიურთან შედარებით, მხოლოდ საშუალო დონის მცველებად თუ შეგვიძლია მივიჩნიოთ. კავკასიურის განმასხვავებელი თვისება სხვა სამოსამსახურეო ჯიშებისგან არის ის, რომ თუ სხვა ძაღლები (თუნდაც იგივე კლასიფიკაციის) პირველ რიგში „იწვრთნებიან“ სპეციალურ მოედანზე, და შემდეგ გადიან გასაკონტროლებელ ტერიტორიაზე, კავკასიური ჯერ გასაკონტროლებელ ტერიტორიაზე, ბუნებრივ პირობებში „გადის“, შემდეგ საწვრთნელ მოედანზე.
  • სწორი წვრთნის შემთხვევაში, კავკასიურს უყალიბდება უნარი - დაიცვას არა მარტო თავისი, არამედ სხვისი, უცნობი ტერიტორიაც. ის გარემოებაც უნდა გახსოვდეთ, რომ კავკასიური უხილავად ავლებს მის ლიდერსა და მის გარშემო გასაკონტროლებელი ტერიტორიის საზღვრებს. აქ კი კიდევ ერთხელ ვლინდება კავკასიურის მაღალი ინტელექტი - ის წინააღმდეგია დატოვოს ტერიტორია დაუცველი; სწორად ხვდება როდის არის საჭირო გაქცევა (რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალების განსაზღვრა შეუძლია და ტყუილ-უბრალოდ თავს არ შეაკლავს მოწინააღმდეგე(ებ)ს). მაგრამ ეს თვისება არ მოქმედებს დასაცaვ ტერიტორიაზე. ის იქ სიკვდილამდე, ბოლო წვეთამდე იბრძოლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი დანებება ფაქტიურად წარმოუდგენელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კავკასიური ნაგაზი მტრად არ მიიჩნევს, და შესაბამისად არც ებრძვის მასზე სუსტ ძაღლებს. მაშასადამე, კიდევ ერთი დამატებითი წესი: მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა მოძრაობდეს მისი მიმართულებით, თუნდაც პასიურად. ხოლო კავკასიურის თვისება „ტერიტორიის საზღვრებამდე დევნა“ უნდა ამოქმედდეს მაშინ, როცა მტერი ტერიტორიას ტოვებს.
  • კავკასიური ნაგაზი არასდროს ეცდება გადაახტეს ბარიერს. ის ყოველთვის შემოვლას ამჯობინებს.
  • კავკასიური ნაგაზისთვის უფრო ადვილია დუელში ჩართვა, როცა უცხო ადამიანი უხეშად, მკაფიოდ არღვევს მისი ტერიტორიის საზღვრებს. მტერმა (ამ შემთხვევაში მწვრთნელმა) უნდა დაანახოს ძაღლს შემდეგი ემოციები: ძაღლის მიმართ სიძულვილი, შიში, მისი მოკვლის სურვილი. თუ კავკასიურმა „აღმოაჩინა“ „მტრის“ სხეულზე დამცავი აღჭურვილობა - ის ჩერდება და აღარ აგრძელებს სამუშაოს! ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ (უფრო მათ მწვრთნელებს, ვიდრე მათ) ასე უჭირთ ბრძანებების შესრულება და „თავის წარმოჩენა“ სხვადასხვა შეჯიბრებზე. ასეთ შოუებში, შედეგის მომტანი იქნებოდა, თუ რომელიმე ადამიანს წარმოაჩენდნენ როგორც ძაღლის მტერს. ამის შემდეგ კი კავკასიური ყველას დაუმტკიცებს მისი სამუშაოს უმაღლეს დონეზე შესრულების სურვილსა და შესაძლებლობას. თუმცა ძალიან ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც კავკასიურ ნაგაზთან ორთაბრძოლაში ნებაყოფლობით დათანხმდება.

ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი: როგორ ჩხუბობს კავკასიური ნაგაზი

ყველა სიტუაციაში (როცა ძაღლი დაბმულია, როცა ძაღლი თავის პოსტზეა, ან უბრალოდ გაშვებულია), კავკასიურის წვრთნისთვის განსაზღვრული და სპეციფიკური გარემოებები არსებობს:

კავკასიური ყოველთვის თვალებში უყურებს მოწინააღმდეგეს. ეს მტრისთვის უსიამოვნო ფაქტორია: მან არ იცის როდის და სად დაესხმება თავს ძაღლი. თუ სხვა ჯიშები (განსაკუთრებით თუ მათი წვრთნა იყო "სათამაშო აგრესია - ნადავლი"!) უყურებენ მხოლოდ აღჭურვილობას (არ აქვს მნიშვნელობა ღია იქნება თუ დახურული), და ამის მიხედვით ირჩევენ შესატევ ადგილს. კავკასიური - არასდროს. უფრო მეტიც, ძალზედ ტიპიური სიტუაცია, როცა ძაღლი იძულებულია უკბინოს განსაზღვრულ ადგილას. მაგალითად, როცა ძაღლს ღვედს უკეთებენ, იმის შესაძლებლობას უტოვებენ ძაღლს, რომ მკლავს მიწვდეს.

თუ სხვა ძაღლები ამ შემთხვევაში „ჩააფრინდებიან“ შეთავაზებულ ნაწილს (ჩვენ შემთხვევაში - მკლავს) და ადგილზე „დაამუშავებენ“, კავკასიური ჩაეჭიდება მას მისი თეთრი, ძლიერი კბილებით და მისკენ წათრევას შეეცდება, სადაც მხოლოდ თვითონ იცის რას უზამს მას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს ის კვლავ თვალებში უყურებს მტერს.

კავკასიური ყოველთვის „იპარავს“ სივრცეს. ეს ნიშნავს, რომ ის იყენებს შესატევად კარგი მომენტის არჩევის ტაქტიკას. ის მტერს თავის ტერიტორიაზე მოჩვენებითი სიმშვიდით შეიტყუებს, და შემდეგ „ფეთქდება“!

მოწინააღმდეგის ჩავლების შემდეგ, კავკასიური ყოველთვის იტოვებს შესაძლებლობას ახალი შეტევის წამოსაწყებად. მოდით დავიწყოთ შემდეგი ფაქტით: კავკასიური ყოველთვის ცდილობს, რომ შეტევა მიმართოს მოწინააღმდეგის (ადამიანის) სახისკენ ან ყელისკენ. მაგრამ სხეულის რომელიმე ნაწილის დასახიჩრებისა, გარდა ზემოთ ხსენებული ორისა, ის ძლიერი ბიძგით აგდებს მოწინააღმდეგეს მიწაზე, და სხვადასხვა ადგილებში ელვის სისწრაფით კბენს. ეს არის იმის მიზეზი, რომ კავკასიურის ნაკბენი ასე განსხვავდება სხვა „შემტევი ძაღლების“ ნაკბენისაგან. თუმცა თუ კავკასიურმა მიაღწია სახეს ან ყელს, ის კბილებს ბოლომდე ასობს.

კავკასიური ნაგაზი ჩხუბობს შეუბრალებლად და ყურადღებით, სწრაფად და ზუსტად რეაგირებს მტრის მოქმედებებზე. რას აკეთებენ ე.წ. ვესტერნის სკოლები ძაღლების დუელისთვის მოსამზადებლად? - ასწავლიან ძაღლებს შებოჭვას. თუ მოწინააღმდეგე ურტყამს? - შებოჭვა. ყველა შემთხვევაში - შებოჭვა! ასე იყვნენ „დარიგებულნი“ გერმანელი მწვრთნელები. ეს იყო კანონი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარებოდა. მიუხედავად ამისა, იგივე გერმანელი მწვრთნელები, რიჩარდ მოსთის პირით ამტკიცებენ სრულიად საპირისპიროს.

ჩვენთვის, სხვა რამეა მნიშვნელოვანი: ცხოვრებამ და ბუნებამ კავკასიურ მთის ძაღლს თვითონ ასწავლეს სწრაფი, მაგრამ წინდახედული ტაქტიკა ბრძოლისთვის. ტაქტიკა, რომელიც ეხმარება კავკასიურს დაიტოვოს შესაძლებლობა ყველაზე მოწყვლად ადგილას იერიშის მიტანისთვის.

მაგრამ რატომ არის ორი მოსაზრება? ეს ძალიან მარტივია: სპორტულ წვრთნაში არ არის მსხვეპრლი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, წინდაუხედავი რისკიანი „მონსტრები“ დიდხანს ვერ იცოცხლებენ!

ასე, რომ - რა გვაქვს სახეზე?


  • კავკასიური უნდა იწვრთნებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას, მის მფლობელ-ლიდერთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს გაბმული და გათავისებული აქვს, რომ მისი მფლობელი, მისი ლიდერიც, ხროვის წინამძღოლიცაა.
  • კავკასიური ნაგაზის მცველად გაწვრთნა დაფუძნებული უნდა იყოს აგრესიაზე მაქსიმალურად რეალურ პირობებში.
  • ბრძოლის წარმართვის ტაქტიკა, მდგომარეობს იმაში, რომ ის მუშაობს „კოხტად“ და ბოლომდე: „იპარავს“ დისტანციას და არღვევს ბარიერს. ირჩევს რა შესატევად შესაფერის მომენტს, ის ფეთქდება და ცდილობს რომ ოპონენტი (ადამიანი) დააგდოს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ კავკასიური ნაგაზის ეს თვისება თანდაყოლილია, ყველა მცდელობა, ამ ძაღლის ჯოხით და თამაშით გაწვრთნისა, დანაშაულია ჯიშის წინაშე.
კატეგორია: ლიტერატურა | დაამატა: k-shengelia (2010-04-03)
ნანახია: 3060 | ტეგები: ტაქტიკა, ბრძოლა, წვრთნა, ტექნიკა, ჩხუბი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]