ხუთშაბათი, 2024-05-02, 08:26
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

ჩამოყალიბების პერიოდის პრობლემები
შემდეგი პერიოდი, რომელიც თავისი აღსაზრდელის ყურადღებიანმა და მოსიყვარულე პატრონმა უნდა გაიაროს, არის 9-დან 24 თვემდე ასაკი. ამ მომენტამდე თქვენ შესძელით გაფრთხილებოდით ძაღლის ფსიქიკას, დაგეცვათ იგი ძირითადი ქცევითი შეცდომებისგან, ამ ასაკამდე არც ვეტერინარისგან მიგიღიათ მნიშვნელოვანი შენიშვნები. თქვენი ძაღლი სრულყოფილი და მძლავრი მანქანაა, რომელიც პატივისცემის გრძნობას აღძრავს, აგრძელებს ფიზიკურად და ფსიქიკურად განვითარებას, დადგა დრო ძირითადი ბაზის, იმ ჩვევებისა და სტერეოტიპების ათვისებისა, რომელთა გარეშე ძაღლის ჩამოყალიბებისა და განვითარების მთელი შემდგომი პროცესი, დაკავშირებული გამოფენებთან, გამრავლებასა და ჯიშურ სელექციასთან, ფუჭად ჩაივლის.

სწორედ ამ ასაკს უკავშირდება იერარქიული კიბის ჩამოყალიბება კავკასიურის ცნობიერებაში და სწორედ ამ ასაკში შეიძლება დავუშვათ სერიოზული შეცდომები მის აღზრდასა და წვრთნაში.

როგორც უკვე ვიცით, ბუნება ათასწლეულების განმავლობაში აყალიბებდა კავკასიურ ნაგაზში ბრწყინვალე ლიდერის, უძლეველი მებრძოლის თვისებებს. თუ პატრონს გამორჩა მომენტი და ერთხელ და სამუდამოდ არ დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია თავისი აღსაზრდელის სიცოცხლის სწორედ მეორე წლის განმავლობაში, წამოზრდილმა და მოღონიერებულმა ძაღლმა შეიძლება თავიდან დაიწყოს კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება, რათა შეამოწმოს პატრონის სიმტკიცე. ეს ხანდახან ისე მოულოდნელი ხდება, რომ მოვლენათა ელვისებური და მიზანდასახული განვითარებით გულგახეთქილი პატრონი ასკვნის, რომ მისმა ძაღლმა „გააფრინა“. რეალურად კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და მეტყველებს ორ შესაძლო მიზეზზე:

1. არასაკმარისად მჭირდრო ემოციონალურ კონტაქტზე ცხოველთან;
2. ძაღლის ბობოქარ „ქარიზმაზე“, რომელიც სრულად დარწმუნდა საკუთარ ძალებში და გამარჯვებაში, და

თავგანწირვით სცადა ეჩვენებინა თავისი ჯიშისთვის დამახასიათებელი ლიდერობის ინსტიქტი.

გამოცდილ პატრონს შეუძლია არ დაუშვას ასეთი პროვოკაციული სიტუაციები, აღკვეთოს უფროსობის ნებისმიერი მცდელობა ძაღლის მხრიდან მკაცრად და შეუვალად. პატრონის მიზანი - სურვილი დაეკარგოს და არც კი „იოცნებოს“ ლიდერობაზე ძაღლმა, მიღწეულ უნდა იქნას ნებისმიერ ფასად და ყველა შესაძლებელი საშუალების გამოყენებით. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ დაუშვებელია ქცევის ისეთი ვარიანტი, როცა პატრონი თავხედი აღსაზრდელის მორჯულებისას მიდის რაიმე უფრო მძიმე საგნის მოსაძებნად. ამით ის მხოლოდ კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, რადგან კავკასიურის აზრით - „ლიდერობის პრედენდენტმა“ (და შეთავსებით პატრონმა) დატოვა ბრძოლის ტერიტორია, რითაც გაამჟღავნა თავისი უსუსურობა და დანებების სურვილი, პატრონმა „აღმართა თეთრი დროშა“! შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აღშფოთებული ხვადის რეაქცია იმ მომენტში, როცა ცოცხით ან რაიმე სხვა საგნით მობრუნებული პატრონი თავიდან აპირებს დაისაკუთროს პირველობის პალმა და დაიმორჩილოს ძაღლი. ამის შედეგს მალევე დავინახავთ. ამიტომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება „ადგილზევე“ გადაჭრათ პრობლემა, მთლად უკეთესი კი ის არის თუ თადარიგს დაიჭერთ და ასეთი ინციდენტები საერთოდ არ მოხდება.

უკიდურესად მნიშვნელოვანია იცოდეთ წლინახევრის კავკასიურის ფიზიკური ზომების და ფსიქიკური სტატუსის შესაბამისობის შესახებ. ხშირად წლინახევრის ასაკისთვის იგი უკვე ჩამოყალიბებული მრისხანე მებრძოლია, მაგრამ ხდება პირიქითაც: თავისი ზომების მიუხედავად ეს მრისხანე მებრძოლი კუდამოძუებული გაურბის თავხედურად მყეფ ფინიას. მიზეზი ფიზიკური და ფსიქიკური მომწიფების დროში აცდენილ პროცესშია. 2-2.5 წლის ასაკში მდგომარეობა სწორდება, რასაც როგორც ჩანს, ფინიები მშვენივრად ხვდებიან!

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვევების ძირითადი ბაზის შესწავლა 2 წლის ასაკისთვის უნდა დაიგეგმოს.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-02-05)
ნანახია: 1722 | ტეგები: პრობლემები, დასჯა, სწავლება, ასაკი, იერარქია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]