წვრთნის წესები: მწვრთნელი ხმით, ჟესტებით, მოძრაობის ხასიათით, სახის გამომეტყველებით, სამოსით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სუნით, არის ძაღლისთვის მთავარი და უძლიერესი გამაღიზიანებელი. ამიტომ უპირველესად, საჭიროა მყარი კონტაქტი ძაღლთან, რაც გარეგნულად ვლინდება ძაღლის მხრიდან მწვრთნელისადმი სრულ მორჩილებაში, მუდმივ დაკვირვებაში და შიშის არარსებობაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მწვრთნელის სწორი ქცევა: არათანმიმდევრულობა, ბუნდოვანი ბრძანებები, მკვეთრი, ზედმეტი მოძრაობები გამოიწვევს გაუგებრობას ძაღლში და დაცვით რეაქციას - სიბრაზეს ან შიშნარევ ურთიერთობას მწვრთნელთან. ძაღლის წვრთნისას აუცილებელია: - ძაღლის ხასიათის და ქცევის თავისებურებების (მშვიდი ან უნდო, ბრაზიანი) ცოდნა, და განსაზღვრა იმისა, თუ რა გამოდგება მის წასახალისებლად წვრთნისას: სასუსნავი, მოფერება თუ რაიმე სხვა? რამ შეიძლება დააინტერესოს ძაღლი (ლეკვი) მუშაობისას?
- დაადგინეთ ძაღლის აღზრდის მიზანი და დასახულ იქნას თითოეული ვარჯიშისას კონკრეტული მიზანი;
- თვალყური ვადევნოთ წვრთნისას ძაღლის ფიზიკურ მდგომარეობას;
- ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენადაა ძაღლი დაინტერესებული წვრთნის პროცესით; უნდა გვახსოვდეს, რომ ლეკვებს არ ახასიათებთ ხანგრძლივი ყურადღება. ისინი, როგორც ბავშვები, მუდამ ეძებენ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს. მათი ყურადღება დიდხანს არ ჩერდება ერთსადაიმავე საგანზე ან მოქმედებაზე. ლეკვი მხოლოდ მაშინ შეასრულებს ბრძანებას, როცა ეს მას აინტერესებს;
- დავეხმაროთ ძაღლს, ვუბიძგოთ სწორად შეასრულოს ბრძანება;
- არ გამოვიყენოთ ძლიერი გამაღიზიანებლები წვრთნისას (ამან შეიძლება გამოიწვიოს შიში და უნდობლობა მწვრთნელისადმი);
- არ დავღალოთ ძაღლი;
- მკაფიოდ განვასხვავოთ ძაღლის მუშა და მოსვენებული მდგომარეობა. ეს ეხება მწვრთნელის ქცევასაც: საჭიროა მკაფიო მოძრაობები და მბრძანებლური ტონი მუშაობისას და თამაში შესვენების დროს;
- სწავლება თანდათანობით: მარტივიდან რთულისკენ;
- ძაღლისთვის პირობითი რეფლექსების გულდასმით გამომუშავება, აღზრდის პირობების მკაცრი დაცვა;
- არ იცვლებოდეს ბრძანების სიტყვები, ჟესტები და სიგნალები, რომლებიც გაიცემა მკაფიოდ და ერთიდაიგივე სტილით. ბრძანების ინტონაცია იცვლება ძაღლის ქცევის შესაბამისად.
- დაჟინებით მოვითხოვოთ ძაღლისგან მისთვის ცნობილი ბრძანებების შესრულება. რამდენჯერმე უარი შესრულებაზე, და ძაღლი დაივიწყებს ბრძანებებს;
- მუდმივად არ ვიმეოროთ ბრძანებები ერთიდაიგივე თანმიმდევრობით, თორემ ძაღლი საჭიროების შემთხვევაში ვერ შესძლებს ამ ბრძანებების შესრულებას სხვა თანმიმდევრობით;
- მნიშვნელოვანია ძაღლის წახალისება, როცა იგი კარგად შეასრულებს ბრძანებას, რათა განმტკიცდეს რეფლექსი;
- არ უნდა გადავაჭარბოთ სასუსნავით წახალისებაში, შემდგომში იგი უნდა ჩავანაცვლოთ შექებით;
- არ უყვიროთ ძაღლს. დასჯისთვის უფრო ეფექტურია საყელურით მოქაჩვა, ან ”წატყაპუნება”.
- ძაღლი დაისაჯოს მხოლოდ მოქმედების ჩადენის მომენტში. საშუალება არ მივცეთ გაიქცეს დასჯის შემდეგ, ვაიძულოთ მოიცადოს სანამ თქვენ თითონ არ გაუშვებთ.
- აუცილებელია გავამრავალფეროვნოთ მეცადინეობები. წვრთნის ერთსა და იმავე ადგილზე ჩატარება ძაღლისთვის ნიშნავს, რომ ეს ბრძანებები მხოლოდ ამ ადგილზეა სავალდებულო.
|