შაბათი, 2024-11-23, 11:04
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა

ძაღლის წვრთნა - შესავალი
აქ მოყვანილია ზოგადი მითითებები, თუ როგორ უნდა შეასწავლო ძაღლს შეასრულოს ელემენტარული მოთხოვნები.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ურჩი და გაუზრდელი ძაღლი არაფრად ვარგა. ის მხოლოდ უსიამოვნების მომტანია პატრონისა და გარშემომყოფთათვის. ამიტომ, სანამ ძაღლს აიყვანდეთ, კარგად დაფიქრდით, გეყოფათ კი მოთმინება აღზარდოთ თქვენი ახალი მეგობარი? აღზრდა და გაწვრთნა ძალიან ახლო ცნებებია და მათი ცალცალკე განხილვა არასწორი იქნებოდა. აღზრდა გულისხმობს ყველაფერს, რაც ძაღლს სჭირდება ადამიანებთან ურთიერთობისთვის: მორჩილებას, ერთგულებას და სხვ. ხოლო წვრთნა გულისხმობს გარკვეული მოქმედების დასწავლას, რაც ძაღლს აქცევს სასარგებლო და ინტელიგენტურ არსებად. აღზრდის ძირითად საფუძველი საერთოა ნებისმიერი ჯიშის ძაღლისთვის. სპეციალიზირებული აღზრდა რთული საქმეა და საგანგებო ცოდნას მოითხოვს. ძაღლის აღზრდის ძირითადი წესები შეიძლება სამი ძირითადი დებულებით გადმოიცეს:

1. პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ თქვენი აღსაზრდელის ხასიათი.
2. აღმზრდელის ნება უნდა იყოს ურყევი, ხოლო ქცევა მტკიცე.
3. მოუთმენლობა და აღშფოთება უნდა დაძლიოთ და არ გამოამჟღავნოთ.

ამასთან ერთად:

პირველი პუნქტი. წვრთნისას თითოეულ ძაღლს სჭირდება თავისი სისტემა, ყველასთან ერთნაირად მოქცევა დაუშვებელია. ზოგი ძაღლი ძალიან მშვიდი, დამჯერი და ალერსიანია, ამიტომ მისთვის მკაცრი სიტყვა საკმარისია, სხვა კი ძალიან ჯიუტია და მოითხოვს უფრო მკაცრ მოპყრობას. ამიტომ, სანამ წვრთნას ან აღზრდას დაიწყებთ, კარგად გამოარკვიეთ თქვენი ძაღლის ყველა ღირსება და ნაკლი. ღირსებებია: ერთგულება, თავმოყვარეობა, დამჯერობა და ა.შ. ნაკლია: შური, სიხარბე, ძლიერად გამოხატული სქესობრივი ლტოლვა და ა.შ. აღმზრდელის უმთავრესი ამოცანაა კარგი თვისებების განმტკიცება და განვითარება, და, ამასთან ერთად, ცუდი თვისებების აღმოფხვრა.

ძაღლი შექმნილია იმისთვის, რომ ემსახუროს ადამიანს და უპირობოდ ემორჩილებოდეს მას. კარგი აღზრდის და მოქცევის პირობებში მისი ერთგულება, მზადყოფნა ასიამოვნოს პატრონს და ემსახუროს მას - უზარმაზარია.

თუ აღზრდა მიშვებულია, ძაღლი გაუცხოებულია ადამიანებისგან, ხდება ავი და უნდო, მასში იღვიძებს ცხოველური ინსტიქტები. შინაური ცხოველი გადაიქცევა უსიამოვნო არსებად.

თითოეულ ჯიშში გვხვდება სრულად განსხვავებული ეგზემპლარები და მათი ხასიათის თავისებურებები განაპირობებს მის დამყოლობას აღზრდისა და წვრთნისადმი. ეს წარმოადგენს მოცემული ინდივიდის თავისებურებას არა განმასხვავებელ თვისებას ჯიშებს შორის. თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ჯიშს მაინც აქვს დამახასიათებელი უნარები და მიდრეკილებები როგორც კარგის, ისე სხვაგვარი თვისებების მხრივ.

მეორე პუნქტი. სურვილი რაიმე შეასწავლო შენს მოწაფეს, უნდა იყოს ურყევი, და დასახული მიზნისკენ უნდა ისწრაფო ყველა საშუალებით; ნებისმიერი მოდუნება თქვენი მხრიდან მსწრაფლ აისახება ძაღლის ქცევაზე სასურველი შედეგის არცთუ სასარგებლოდ. თუმცა ძაღლისგან შეუძლებელს ნუ მოითხოვთ როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი თვალსაზრისით, თუ ის ჯერ მზად არ არის. ძაღლის სწავლება მკაცრ თანმიმდევრულობას მოითხოვს.

კატეგორია: ძაღლის წვრთნა | დაამატა: k-shengelia (2010-01-26) W
ნანახია: 1407 | ტეგები: დაჯექი, ადექი, სწავლება, წვრთნა, გაწვრთნა, აკრძალვა, დაცვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]