მთავარი » სტატიები » ძაღლის წვრთნა |
ცნობილი სპეციალისტი ლეონ ფრედი უიტნი თავის წიგნში "ძაღლის ფსიქოლოგია" აღნიშნავს, თუ როგორ მცირე ყურადღებას უთმობენ მეძაღლე-მოყვარულები ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ძაღლის პირველადი საცხოვრებელი გარემო, მისი შორეული წინაპრების ცხოვრება და ჩვევები, და უკიდურესად გაკვირვებული რჩებიანი, როცა გაიგებენ, რომ მათი აღზრდილი წარმოშობით სწორედ მგელია. თუ დავაკვირდებით მგლის ქცევის მოტივაციებს, რომლის ყველა მოქმედება საბოლოო ჯამში სახეობის გადარჩენისკენაა მიმართული, უკეთ გავიგებთ ძაღლის ქცევის მოტივაციასაც. ლეონ ფ. უიტნი მგელს უწოდებს ".. ფაქტობრივად ძირითად ძაღლის ჯიშს, რომელიც დღემდე არსებობს". ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ერთი უდავოა - მგელი და ძაღლი აშკარად გვანან ერთმანეთს და ეს უპირველესად ეხება გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების წესს, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ, მათი ახალი "ოჯახის წევრები". რა თქმა უნდა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძაღლმა ადგილი დაიმკვიდრა ადამიანის სახლში გარკვეული პრიობებით, რომლებიც ძირეულად განსხვავდებიან მისი პირველადი ცხოვრების პირობებისგან, მაგრამ დიდწილად ძაღლი მგლად დარჩა, გვინდა ეს ჩვენ თუ არა! ხროვის წესები ძაღლისათვის ძირითად წესებად დარჩა, უბრალოდ "ხროვა" ახლა ცოტა სხვაგვარად გამოიყურება. თუმცა ხროვის ძირითადი კანონი - მკაცრი იერარქიის კანონი კვლავინდებურად განუხრელად მუშაობს. ხროვის წესების დარღვევას აუცილებლად მივყავართ კონფლიქტამდე, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ შეიძლება გამოიხატოს ისეთ ჯიშებში, როგორიცაა კავკასიური ნაგაზი. არსებობს კონფლიქტის თავიდან არიდების ერთადერთი საშუალება - "გადაიწეროს" ხროვის კანონი, ანუ ახალ ოჯახში იერარქიის სათავეში დადგეს ადამიანი. და ამ კორექტივების შეტანა უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ ლეკვობის პერიოდში. დაამყარებთ რა იერარქიულ წესრიგს, თქვენ გადაწყვეტთ ამ საფუძველმდებარე საკითხს და უზრუნველყოფთ მომავალში უპირობო მორჩილებას თქვენდამი, როგორც ხროვის ბელადისადმი. ნობელის პრემიის ლაურეატის, ეთოლოგიის "მამის" კონრად ლორენცის აზრით, ბუნებრივი ქარიზმის მიხედვით ყველა ძაღლი იყოფა ორ ტიპად - ძაღლები, რომლებიც წარმოიშვნენ მგლისგან ("მგლის" ჯიშები), და ძაღლები, რომლებიც წარმოიშვნენ ტურებისგან ("ტურის" ჯიშები). თუ პირველები დამოუკიდებლები, მამაცნი და ლიდერობისკენ მიდრეკილნი არიან, მეორენი მზად არიან ნებისმიერ როლს დაყაბულდნენ ხროვაში, ოღონდ ადამიანთან ახლოს ჰპოვონ ადგილი. რა თქმა უნდა, არ არსებობს კანონი გამონაკლისების გარეშე, მაგრამ მთლიანობაში ასეთი დაყოფა სრულიად მართებულია. ახლა ჩვენთვის აშკარაა, რომ როცა ვირჩევთ ძაღლს პირველი ბანაკიდან, ამით სახლში ვიღებთ ბელადობის პრედენდენტს, ხოლო თუ მეორედან - "კომპანიონს" და მსახურს, რომელიც ყოველთვის ელის თქვენგან მფარველობას. რაც შეეხება კავკასიურებს, ჩვენ ვლაპარაკობთ პირველი ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე, რომელთა სურვილი - დომინანტები იყვნენ ხროვაში, განსაკუთრებით სრულადაა გამოხატული. კავკასიური ნაგაზი ჭეშმარიტი წინამძღოლია. იგი ისწრაფვის აკონტროლოს ხროვაში წესების დაცვა, პირველი ებმება მტერთან ბრძოლაში, რომელიც ხელყოფს მის ტერიტორიას. წინამძღოლობის უფლების ნებისმიერი ხელყოფა ხვდება სასტიკ წინააღმდეგობას მისი მხრიდან. მაგრამ მნიშვნელოვანი ის, რომ როგორც მგლის ხროვაში, "შინაური ხროვის" იერარქია ყალიბდება ერთხელ და საკმაოდ სტაბილურია. გაარკვევს რა ურთიერთობებს "მგლის" ჯიშის წარმომადგენელი, როგორც წესი იგი აღარ ცდილობს შეცვალოს ეს წესრიგი. თუ თქვენ მიიღეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იცხოვროთ მგლის მახრჩობელასთან ერთად, მაშინ თქვენ, გინდა - არ გინდა, მოგიწევთ ადამიანური და ძაღლური "კანონმდებლობის" შეთავსება, ცხოველთან მოქცევის ინდივიდუალური წესის შემუშავება; ამისათვის საჭიროა ცოდნა და მოქმედება, რაც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ უკონფლიქტო თანაცხოვრება. იმათ, ვისაც კავკასიური ნაგაზი ჰყავს, უნდა გაითვალისწინონ - არასდროს ეცადოთ გადაიტანოთ ძაღლზე ადამიანური თვისებები, არ "გააადამიანუროთ" თქვენი ოთხფეხა მეგობარი, უფრო სწორი იქნება გაუგოთ ძაღლს, დააყენოთ თავი მის ადგილას, გახდეთ "ცოტათი ძაღლი". ასე რომ, განზოგადებულად შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი მომენტი, რომელიც საყრდენი პრინციპი გახდება თქვენთვის კავკასიური ნაგაზის აღზრდის და წვრთნის დროს: 1. ლეკვობის ასაკიდან დაიწყეთ თქვენს ხროვაში-ოჯახში მკაცრი იერარქიული სტრუქტურის ფორმირება. 2. თქვენი ადგილი ხროვაში - წინამძღოლის ადგილი თავიდანვე განსაზღვრულია და ეს ძაღლისთვის ეჭვშეუვალად უნდა იყოს აღქმული, ასეთია "თქვენი ხროვის" კანონი! 3. კავკასიური ნაგაზს არასოდეს მიაწეროთ ადამიანური თვისებები - ეს შეცდომა იქნება, რომელიც აღზრდის პროცესში სერიოზულ კონფლიქტებს გამოიწვევს. დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმისათვის, რათა დაიკავოთ წინამძღოლის ადგილი და გახდეთ კავკასიური ნაგაზის ნამდვილი "პატრონი", ძაღლისთვის ავტორიტეტი უნდა გახდეთ, აქ კი სუსტსა და არასრულყოფილს, ძაღლების კანონით, უფლება და უნარი არა აქვს წინამძღოლის როლზე პრეტენზია გამოაცხადოს. | |
ნანახია: 1776 | კომენტარი: 1
| ტეგები: |
სულ კომენტარები: 1 | |
| |